среда, 6 января 2021 г.

რისკის შეფასება

 

რისკის შეფასება

ფირმის შექმნას, ისევე როგორც ნებისმიერი საქმიანობის საწარმოს შექმნას თან სდევს გარკვეული რისკი, რომელიც დაკავშირებულია მომავლის განუსაზღვრელობასთან. ბიზნეს-გეგმის შედგენისას თქვენ გარდაუვლად, აუცილებლად სარგებლობთ პროგნოზული შეფასებებით, რომლებიც ეხება გაყიდვების მოცულობას, თქვენ პროდუქციაზე და მომსახურებაზე მომხმარებლის დაინტერესების ხარისხს, ბაზრის თქვენ მომავალ წილს. საერთოდ თუ უფრო მაღალი მატერიებით ვილაპარაკებთ, თქვენ აკეთებთ გარკვეულ წინასწარ მოსაზრებებს თქვენი დარგისა და მთლიანად მთელი ქვეყნის განვითარების შესახებ. პროგნოზული შეფასებებისათვის ყველა საფუძველი ნათლად, მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოკლე შინაარსის წაკითხვის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების ბიზნესმენები ჯერ კითხულობენ იმ სექცაის, რომელიც ეხება მართვას, ხოლო შემდეგ ამ განყოფილებას და ამით ცდილობენ სრული წარმოდგენა იქონიონ თქვენი მომავალი საწარმოს რისკის ხარისხზე. ამასთან საჭიროა მხედველობაში ვიქონიოთ, რომ გულახდილი და პატიოსანი განხილვა ამ საკითხისა ბიზნეს-გეგმაში, ჯერ ერთი თქვენ გახასიათებთ კარგი (დადებითი) მხრიდან როგორც მეწარმეს, და, მეორე, გვიჩვენებს, რომ თქვენ ამჟღავნებთ გარკვეულ მზრუნველობას იმ საშუალებების მიმართ, რომლებიც განზრახული გაქვთ მიიღოთ თქვენი პარტნიორისაგან. უფრო კონკრეტულად თქვენ უნდა:

  1. დაასაბუთოთ ყველა დაშვებები, რომლებიც კი თვქენ გააკეთეთ ბიზნეს-გეგმის დამუშავებისას და დაასაბუთოთ აგრეთვე რისკი, რომელიც მასში არის ჩადებული;
  2. იმსჯელოთ ისეთი პრობლემების შესახებ, როგორიცაა: რისკი როგორ დახარჯავს მთელ თქვენ ნაღდ ფულს პროდუქციაზე შეკვეთების მიღებამდე, ფასების შემცირების რისკი კონკურენტების მოქმედების გამო, დარგის განვითარებაში შესაძლო ტენდენციები, პროდუქციის დამუშავებაზე და წარმოებაზე დაგეგმილ ხარჯზე გადამეტების რისკი, გაყიდვების დასახული მოცულობის დონემდე ვერ მისვლა, პროდუქციის დამუშავების გრაფიკის ჩაშლა, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი დეტალების მომარაგებაში ჩავარდნები, ბანკის კრედიტის მიღების სიძნელეები, შეკვეთების მასიური შემოსვლის შემდეგ სახეზე არსებული პროდუქციის გარეშე დარჩენის რისკი;
  3. აღნიშნეთ პოტენციური პრობლემებიდან რომელი წარმოადგენს პრაქტიკულს თქვენი საწარმოს წარმატებისათვის და აღწერეთ დაუბალანსებელი ფაქტორების გავლენის მინიმიზაციის თქვენი გეგმები.

 წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий